вторник, 16 ноября 2021 г.

 მე - მაწავლებელი

მე ვარ პროფესიით მასწავლებელი.  35 წელზე მეტია სკოლაში ვმუშაობ. ჩემი მთავარი სიმდიდრე ჩემი მოსწავლეები არიან. მათ თვალებში არეკლილი ნდობა და სიყვარული ჩემთვის მთავარია და შეუცვლელ განძს წარმოადგენს. დღეს აფხაზეთის მიწის შვილს,პატარა გოგონას შევხვდი.მის თვალებში აფხაზეთის უძირო ცა და ზღვის უსპეტაკესი სივრცე დავინახე. გული სევდით უცნაურად შემეკუმშა იმის გაფიქრებაზე, რომ ამ პატარა მშვენიერ არსებას თავის მამა-პაპის სამკვიდრო არასოდეს უნახავს.მჯერა, ღმერთი მისმენს და აასრულებს ყველა გონიერი ქართველის ოცნებას, ეს თუ არა შემდეგი თაობის ქართველები თამამად დააბიჯებენ აფხაზეთის მიწაზე და გააგრძელებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას აფხაზ  და- ძმებთან ერთად.❤❤❤

вторник, 18 ноября 2008 г.

წყნეთის ბუნება

1.მოსწავლეების მიერ ხდება მათი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური შესწავლა.
2.პროექის სრული აღწერა:
3.მოსწავლეები მიდიან ბუნებაში. აკვირდებიან გარემოს, იღებენ სურათებს ადგილობრივებთან მცხ და აგროვებენ საჭირო ინფორმაციას.
4.მონაწილეთა ასაკი: 11-12-13 წელი.
5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები კლასში განიხილავენ შeსაძლებელ სამუშაო შედეგებს. იმართება დისკუსია-განხილვა, კამათი. ურთიერთშეთანხმების შემდეგ ისინი ადგენენ პრობლემების გადაჭრის უკეთეს გზებს.
6.მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გამოიკვლევენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს ბუნების ეკოლოგიურ მდგომარეობას და დასახავენ მისი გადარჩენისათვის ბრძოლის გზებს.
7.სარგებელი სხვებისათვის:
თბილისის გარეუბანში მწვანე საფარს ემუქრება განადგურბა, რასაც მოჰყვება უარყოფითი პროცესები ეკოლოგიური თვალსაზრისით, რაც ნაკლებ საინტერესო არ უნდა იყოს წყნეთელებისათვის და ასევე თბილისელებისათვის,რომლებსაც ასე უყვართ წყნეთში ცხელი ზაფხულის გატარება.
8.სამუშაო ენა:ქართული
9.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტზე მუშაობა ხდება საგანთა შორის კავშირის გათვალისწინებით. მოსწავლეები ახდენენ კვლევას ისტორიულ და გეოგრაფიულ წყაროებში, გამოიმუშავებენ ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებს, ანალიზის, კრიტიკის და საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციის უნარს.
მონაწილეები სხვა სკოლიდან-
პროექტის ფასილიტატორის სახელი: რუსუდან ოძელაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: rusudan.odzelashvili4@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი jeje-georgia.blogspot.com

среда, 12 ноября 2008 г.