вторник, 16 ноября 2021 г.

 მე - მაწავლებელი

მე ვარ პროფესიით მასწავლებელი.  35 წელზე მეტია სკოლაში ვმუშაობ. ჩემი მთავარი სიმდიდრე ჩემი მოსწავლეები არიან. მათ თვალებში არეკლილი ნდობა და სიყვარული ჩემთვის მთავარია და შეუცვლელ განძს წარმოადგენს. დღეს აფხაზეთის მიწის შვილს,პატარა გოგონას შევხვდი.მის თვალებში აფხაზეთის უძირო ცა და ზღვის უსპეტაკესი სივრცე დავინახე. გული სევდით უცნაურად შემეკუმშა იმის გაფიქრებაზე, რომ ამ პატარა მშვენიერ არსებას თავის მამა-პაპის სამკვიდრო არასოდეს უნახავს.მჯერა, ღმერთი მისმენს და აასრულებს ყველა გონიერი ქართველის ოცნებას, ეს თუ არა შემდეგი თაობის ქართველები თამამად დააბიჯებენ აფხაზეთის მიწაზე და გააგრძელებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას აფხაზ  და- ძმებთან ერთად.❤❤❤